Monday, January 28, 2013
უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და მისი მეცნიერული აღწერა დატოვა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი http://ka.wikipedia.org/wiki/
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment