საქართველოს უძველესი ტაძრები
Monday, January 28, 2013
უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და მისი მეცნიერული აღწერა დატოვა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი http://ka.wikipedia.org/wiki/
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელისხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში http://ka.wikipedia.org/wiki/
ნიკორწმინდის ტაძარი
ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტისამავე სახელწოდების სოფელში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014წლებში.http://ka.wikipedia.org/wiki/
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერი – ისტორიული ქართული მონასტერი. მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულისაღმოსავლეთ შვერილზე, აიონ-ოროსის ვიწრო, გრძელი და მთაგორიანი ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ათონის მთის ქვედა კალთაზე, ეგეოსის ზღვის პირას. დაარსდა 980-983 წლებში.http://ka.wikipedia.org/wiki/
ჩაძირული ტაძარი
წალკის წყალსაცავში ჩაძირული ტაძარი
1946 წელს წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე ენერგეტიკული მიზნებისათვის წალკის წყალსაცავი გაკეთდა. ის თავისი მოცულობითა და ფართობით ყველაზე დიდია საქართველოში. წყალსაცავის მაქსიმალური სიღრმე 25 მეტრია, ფართობი – 33.7 კმ². წყალსაცავის ფუნქციონირებისას დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ამასთანავე, ეკლესიაც, რომელიც, სავარაუდოდ, მე-11 საუკუნეშია აშენებული.http://ka.wikipedia.org/wiki/
Subscribe to:
Posts (Atom)